1. პროექტის სახელწოდება
,,დედამიწა - ჩვენი სახლია“
2. პროექტში მონაწილეები:V2 კლასის მოსწავლეები
ბუნებისმეტყველება - თეა მამისაშვილი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - თეა მამისაშვილი
3. პრობლემების ანალიზი
პრობლემა - ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ. ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
მოსწავლეებმა თითქოს იციან რომ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, მაგრამ არ იცავენ მათ, არ ფიქრობენ , ვერ იაზრებენ ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გმოწვეულ უარყოფით შედეგებს. შესაბამისად ხშირად ვხედავთ მათ მიერ დაბინძურებულ გარემოს.
ამ პრობლემის კომპლექსური გაანალიზება და მათი ბუნების დასაცავად წესების შემუშავებაში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების გამდიდრებას - კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ეთიკა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა და წიგნიერება.
4. პროექტის მიზანი.
ბუნ.დაწყ.(II).1 .
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(II).2 .
მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გმოწვეული უარყოფითი შედეგების
შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა.
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს.
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
5. პროექტის ამოცანები
• გარემოს დაცვის პრევენციული ზომების მიღება;
• გარემოს დაბინძურების მიზეზების გაცნობა;
• ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა ზიანის მომტანია ბუნებაში დაყრილი ნაგავი;
• პრობლემის გამოვლენა, გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა , იმისათვის, რომ შეძლონ და ჩამოაყალიბონ ამ პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა.
6. მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია
• პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
• ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გმოწვეული უარყოფითი შედეგების
შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა.
• სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენების დროს.
• ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
• სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
• სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
7.მიზნობრივიჯგუფი/ები
სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები
8. ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
I ამოცანა
პროექტი განხორციელდება ბუნებისა და ისტ-ის გაკვეთილებზე. მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე გაივლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: გარემოს მოვლა ნარჩენებისგან, რა ზიანის მოაქვს ნარჩენების დაყრას, ადამიანის მოვალეობა ბუნებისადმი.
II ამოცანა
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის გამოვიყენებთ ვიდეო რგოლს - ,,გარემოს დაბინძურება“
https://www.youtube.com/watch?v=Gsq5-W1GQtU ვიდეოს ჩვენების შემდეგ გავმართავთ დისკუსიას თემაზე.
რა იყო პრობლემა ;
რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები;
რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას;
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა;
მე რა შემიძლია გავაკთო?
III ამოცანა
• მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ სამუშაოს, რომელიც გარკვეულ დროში უნდა შესრულდეს;
• გააკეთებენ პრეზენტაციებს PowerPoint Presentation პროგრამაში : წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურების შესახებ;
IV ამოცანა
• ადგილობრივ თემში და სკოლაში ჩაატარებენ გამოკითხვას კითხვებით:
1. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს გარემოზე ადამიანი?
2. რატომ უნდა დავიცვათ გარემო?
3. რა შეგიძლიათ გაკეთოთ გარემოს გადასარჩენად?
• გამოკითხვის შედეგად Word Document-ში ააგებენ სვეტოვან დიაგრამას;
V ამოცანა
• შექმნიან fb გვერდს, სადაც სისტემატიურად გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და მიაწვდიან ინფორმაციას;
• დაწერენ და ისტ-ის გაკვეთილზე დაბეჭდავენ ელექტრონულად ესეებს თემაზე: ,,ადამიანო, ბუნების შვილო რით უხდი დედაბუნებას ამაგს?“
• ასევე მოამზადებენ ბუკლეტებს, დაარიგებენ სკოლაში, ადგილობრივ თემში და განთავსდება სკოლის ვებ გვერდზე/ ბლოგზე.
• გააკეთებენ ბლოგს.
• მოეწყობა გასვლითი ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში.


პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება
ენერგიის ხარჯის დაზოგვის გზები.
2. პროექტში მონაწილეები:VI2 კლასის მოსწავლეები
ბუნებისმეტყველება - თეა მამისაშვილი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - თეა მამისაშვილი
3. პრობლემების ანალიზი
პრობლემა - პრობლემა მეტად აქტუალურია და აუცილებელია მისი აღმოფხვრა, რადგან ხშირად ადგილი აქვს ენერგიის უყაირათო ხარჯვას, რაც შეიძლება გამოწვული იყოს იმით,რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოები მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის.
პრობლემის კომპლექსური გაანალიზება და ენერგიის ხარჯის დაზოგვის გზების შემუშავებაში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების გამდიდრებას - კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ეთიკა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა და წიგნიერება.
4. პროექტის მიზანი.
ბუნ.დაწყ.(II).1 .
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(II).3 .
მოსწავლემ უნდა შეძლოს ენერგიის სხვადასხვა სახეზე და მათი ურთიერთგარდაქმნაზე მსჯელობა. ენერგიის უყაირათო ხარჯვით, გმოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა.
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს.
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
5. პროექტის ამოცანები
პროექტის ძირითადი ამოცანაა:
• ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა,
• ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
• ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ენერგიის ხარჯის დაზოგვას ყოფა-ცხოვრებაში;
• პრობლემის გამოვლენა, გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა , იმისათვის, რომ შეძლონ და ჩამოაყალიბონ ამ პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა.
6. მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია
• პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
• ენერგიის სხვადასხვა სახეზე და მათი ურთიერთგარდაქმნაზე მსჯელობა. ენერგიის უყაირათო ხარჯვით, გმოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა.
• სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენების დროს.
• ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
• სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
• სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
7.მიზნობრივიჯგუფი/ები
სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეები
8. ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
I ამოცანა
პროექტი განხორციელდება ბუნებისა და ისტ-ის გაკვეთილებზე. მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე გაივლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის ენერგია; ენერგიის ფორმები; ენერგიის გარდაქმნა; ენერგიის წყაროები; როგორ დავზოგოთ ენერგია.
II ამოცანა
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის გამოვიყენებთ ვიდეო რგოლს - ,, ალტერნატიული ენერგია“
https://www.youtube.com/watch?v=Gsq5-W1GQtU ვიდეოს ჩვენების შემდეგ გავმართავთ დისკუსიას თემაზე.
III ამოცანა
• მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ სამუშაოს, რომელიც გარკვეულ დროში უნდა შესრულდეს;
• გააკეთებენ პრეზენტაციებს PowerPoint Presentation პროგრამაში : ენერგოეფექტურობის შესახებ;
IV ამოცანა
ადგილობრივ თემში და სკოლაში ჩაატარებენ გამოკითხვას კითხვებით:
1. იყენებთ ეკონომიურ ნათურებს?
2. რამდენად ხშირად იყენებთ ტელევიზორს?
3 . ჩართული გაქვთ გამათბობელი როდესაც შენობაში საკმარისად თბილა?
4. ჩართული გაქვთ სინათლე როდესაც ოთახიდან გადიხართ?
5. ჩართული გაქვთ კომპიუტერი როდესაც მას არ იყენებთ?
6. რა შეგიძლიათ გაკეთოთ ენერგიის ხარჯის დასაზოგად?
7. გამოკითხვის შედეგად Word Document-ში ააგებენ სვეტოვან დიაგრამას;
V ამოცანა
• შექმნიან fb გვერდს, სადაც სისტემატიურად გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და მიაწვდიან ინფორმაციას;
• დაამზადებენ კედლის გაზეთებს ,, ნუ დაკარგავ ენერგიას, დახარჯე გონივრულად“, ,,ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“.
• დაადგენენ ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებებს;
• განსაზღვრავენ ენერგიის დაზოგვის გზებს;
• ასევე მოამზადებენ ბუკლეტებს, დაარიგებენ სკოლაში, ადგილობრივ თემში და განთავსდება სკოლის ვებ გვერდზე/ ბლოგზე.
• შეიმუშავებენ და გაუზიარებენ საზოგადოებას(თემში/ სკოლაში) რეკომენდაციებს თუ როგორ დაზოგონ ელექტრო ენერგია.
პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:
ჯგუფი:
საყვარელო მოსწავლეებო
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ახალი ისწავლე?
ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
ბ) მე ახალი ვისწავლე;
გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
დ) მე არაფერი მისწავლია ახალი.
2. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა
ა) ბევრად უკეთესი;
ბ) უკეთესი;
ბ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
დ) ურთიერთობა გაუარესდა;
3. შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად?
ა) სრულიად ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) ნაკლებად იყო ნათელი;
დ) სრულიად გაურვეველი იყო.
4. „მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. „როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო“
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
7. განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
შექება:
კრიტიკა:
დიდი მადლობა დახმარებისთვის
მოსწავლის შეფასება პროექტზე მუშაობის დროს
ქულები
|
მოქნილობა
|
მიღწეული
ქულა
|
5
|
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადექვატური გამოყენება.
| |
4
|
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადექვატური გამოყენება umsetzen
| |
3
|
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდულად გამოყენება.
| |
2
|
მოსწავლეს უძნელდება მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
| |
1
|
მოსწავლეს ძალიან უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
| |
0
|
მოსწავლეს არ შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
| |
თანამშრომლობის უნარი
| ||
5
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
| |
4
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
| |
3
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით. იგი ხშირად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
| |
2
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და ძნელად ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
| |
1
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და არ ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
| |
0
|
მოსწავლეს არ აქვს არავითარი მზაობა ჯგუფური მუშაობისთვის.
| |
საიმედოობა
| ||
5
|
მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია.
| |
4
|
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, მასზე დაკისრებულ თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია.
| |
3
|
მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, მასზე დაკისრებულ დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია.
| |
2
|
მოსწავლე ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, მასზე დაკისრებულ დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად არ ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოუწესრიგებულია.
| |
1
|
მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, მასზე დაკისრებულ დავალებას თითქმის არ ასრულებს, თუ შეასრულებს დაგვიანებით და არაკეთილსინდისიერად, მისი სამუშაო რესურსები მუდმივად მოუწესრიგებელია.
| |
0
|
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეზე დაყრდნობა არ შეიძლება.
| |
კომუნიკაციის უნარი
| ||
5
|
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.
| |
4
|
მოსწავლეს კარგად შეუძლია ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი თითქმის ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.
| |
3
|
მოსწავლეს უმეტესწილად შეუძლია ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი ხშირად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და ხანდახან შეუძლია კარგი იმპულსები გასცეს ერთობლივი მუშაობის პროცესში.
| |
2
|
მოსწავლეს იშვიათად შეუძლია ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს ერთობლივი მუშაობის პროცესში.
| |
1
|
მოსწავლეს თითქმის არ შესწევს უნარი ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი საკმაოდ იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და არ შეუძლია პოზიტიური იმპულსების გაცემა.
| |
0
|
მოსწავლეს არ შესწევს უნარი ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადექვატურად გამოხატოს. იგი არასოდეს არ მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და არ შეუძლია პოზიტიური იმპულსების გაცემა პროექტზე მუშაობის პროცესში.
| |
კონფლიქტების მოგვარების უნარი
| ||
5
|
მოსწავლე სისტემატიურად ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და შეუძლია პირადი ინტერესები, თუ საჭიროება ამას მოითხოვს, უკანა პლანზე გადაწიოს. მას შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას ყოველთვის შესწევს უნარი, საკუთარი შეცდომები აღიაროს და დასკვნები გამოიტანოს.
| |
4
|
მოსწავლე ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და უმეტესწილად შეუძლია პირადი ინტერესები, თუ საჭიროება ამას მოითხოვს, უკანა პლანზე გადაწიოს. მას ხშირად შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას შესწევს უნარი, საკუთარი შეცდომები აღიაროს და დასკვნები გამოიტანოს.
| |
3
|
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა, როდესაც საჭიროება ამას მოითხოვს. მას შეუძლია ზოგიერთი პრობლემის იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას უჭირს აღიაროს საკუთარი შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს.
| |
2
|
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა, როდესაც საჭიროება ამას მოითხოვს. მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას უჭირს აღიაროს საკუთარი შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს.
| |
1
|
მოსწავლეს თითქმის არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა, როდესაც საჭიროება ამას მოითხოვს. მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას ძალიან უჭირს აღიაროს საკუთარი შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს.
| |
0
|
მოსწავლეს არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა, როდესაც საჭიროება ამას მოითხოვს. მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას არ შეუძლია აღიაროს საკუთარი შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს.
|
პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
| |
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
| |
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
| |
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
| |
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
| |
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
| |
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგ
ალითები)
|
No comments:
Post a Comment